მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აქტიურად ვავითარებთ ახალ საკანონმდებლო ბაზას კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის - ირაკლი ნადარეიშვილი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

"ქართული ოცნების" მთავრობის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი ამბობს, რომ კაპიტალის ბაზართან დაკავშირებული რეფორმა ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტურია. მან ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის ფარგლებში გამართულ პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, საპენსიო ფონდმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოში მიმდინარე კაპიტალის ბაზრის რეფორმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული რეფორმაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ახორციელებს. ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, საპენსიო რეფორმა ამ მასშტაბური რეფორმის ნაწილია, რომელიც 2019 წლიდან წარმატებით ხორციელდება.

"რაც შეეხება კაპიტალის ბაზრის რეფორმას, ეს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური სტრუქტურული რეფორმაა განსაკუთრებით ეკონომიკის სამინისტროს ნაწილში. აქვე გეტყვით, რომ ალბათ უკვე 5 წელია საქართველოს ეროვნულ ბანკთან ვმუშაობთ და ძალიან აქტიურად ვავითარებთ, ვნერგავთ ახალ საკანონმდებლო ბაზას კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. საქართველოში სრულიად ახალი ჩარჩო იქმნება, საკანონმდებლო ბაზა საინვესტიციო ფონდებზე, ფასიანი ქაღალდების ფლობაზე, თვითონ საპენსიო ფონდზე, რომელიც იქნება ამ რეფორმის ფუნდამენტური ქვაკუთხედი.

მოგეხსენებათ, საპენსიო ფონდი უკვე ფლობს 6 მლრდ ლარზე მეტს და მან მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. ჩვენ გვესმის, რომ ყველა რეფორმას, დარგობრივი პოლიტიკის გარდა სჭირდება გარკვეული მასტიმულირებელი ინსტრუმენტები, რათა პრიორიტეტად იქნეს მიჩნეული. გასულ წელს დავიწყეთ მხარდამჭერი ინსტრუმენტების დანერგვა, რათა მომხდარიყო მასტიმულირებელი ფაქტორების გაჩენა", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

თარგმანს უზრუნველყოფდა "საპენსიო სააგენტო"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები