მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქცია და სამართალდამცველების მობილიზება - რა ვითარებაა პარლამენტთან?

აქცია 14 დეკემბერი

საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან, სადაც 09:00 საათზე პრეზიდენტის არჩევნები იწყება, მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.

ადამიანების ნაწილი დილიდან შეიკრიბა პარლამენტთან. ამასთან, მელიქიშვილის გამზირიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა მოაწყვეს ახალგაზრდებმა.

პარლამენტის შენობაში, რომელიც დღეს საარჩევნო უბნის როლს ასრულებს, სადაც "ქართულმა ოცნებამ" მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად უნდა აირჩიოს, დეპუტატებს შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე უწევთ - "მონებო", "დიპლომი ყაველაშვილს". ისინი შენობაში 9 აპრილის ქუჩიდან შედიან. პარლამენტთან მისასვლელი გზა პოლიციას აქვს გადაკეტილი.

ამასთან, სპეციალური ტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული თავისუფლების მოედანზე.

დღის განმავლობაში შემდეგი აქციები იგეგმება:

თბილისი:

12:00 საათი, გარემოს დამცველთა მარში ევროპული საქართველოსთვის! - რესპუბლიკის მოედანი;

13:00 საათი, ხელი გაუშვით, ჩემი შვილია! დედების მსვლელობა რუსთაველის გამზირის გავლით, პრეზიდენტის სასახლისკენ - მეტროსადგურ რუსთაველის წინ;

13:00 საათი, დიზაინერები საქართველოსთვის! - მსვლელობა ვაკის პარკიდან პარლამენტამდე;

14:00 საათი, ერთად გავაპროტესტოთ მოპარული სტატისტიკა! - ეგნატე ნინოშვილის 55 (საქსტატის შენობასთან);

15:00 საათი, მთა თავისუფლებისთვის! - ფილარმონია [მუზა];

17:00 საათი, სამშობლოსთვის გატანილი გოლი - მსვლელობა! მსვლელობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისიდან პარლამენტისკენ;

ბათუმი:

19:00 საათი, სოლიდარობისა და წინააღმდეგობის მარში! საქართველოს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სცენა მარშით უერთდება მთავარ აქციას საკონსტიტუციოსთან - ზურაბ გორგილაძის 8 (ხელოვნების მუზეუმი);

19:00 საათი, ყოველდღე გამარჯვებამდე! საკონსტიტუციო სასამართლოსთან; ემიგრანტების აქციები - მილანი: საქართველო არ არის რუსეთი!

ემიგრანტების აქციები:

მილანი: საქართველო არ არის რუსეთი! 14 დეკემბერი, 15:00; Piazza San Babila

ბერნი: გავათავისუფლოთ საქართველო რუსული რეჟიმისგან! 14:00 საათი, Bundesplatz

ჰააგა: გავათავისუფლოთ საქართველო რუსული რეჟიმისგან! 14:00 საათი, Embassy of Georgia

პრაღა: გავათავისუფლოთ საქართველო რუსული რეჟიმისგან! 14 დეკემბერი, 13:00; Václavské námēstí

ბერლინი: გავათავისუფლოთ საქართველო რუსული რეჟიმისგან! 13:00 საათი, Brandenburger Tor

დღეს, "ოცნება" მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევს - როგორია პროცედურები?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები