მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აქციების დროს დაკავებულ არჩილ მუსელიანცს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ფოტო
22.08.25 17:31
854

აქციების დროს დაკავებულ არჩილ მუსელინცს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, რაც შემდეგ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, უფრო დიდმა სასჯელმა შთანთქა და მუსელიანცს ჯარიმის გადახდის ვალდებულება მოეხსნა.

არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს მიმდინარე აქციების დროს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.

ცნობისთვის, პროკურატურის მტკიცებით, მუსელიანცის ქმედებით სახელმწიფოს "534 ლარის ზიანი მიადგა".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები