სტუდენტებმა, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მსვლელობით მივიდნენ.
მათი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გადანაცვლება სიმბოლურია და გადაწყვეტილება მთავრობის წარმომადგენლების მიერ ევროპარლამენტარების მისამართით გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ევროპულ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, საქართველოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ხელახალ ინიცირებასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. არაერთმა ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მმართველ პარტიას, არ წავიდეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ და “აგენტების კანონპროექტი” ჩააგდოს.