მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქვს თუ არა Google-ს მსოფლიო მონოპოლია? - CEO-ს პასუხი

გუგლი
სტატიაში საუბარია:

Google-ის საძიებო სისტემას მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანი იყენებს. მეტიც, ბოლო სტატისტიკას თუ შევხედავთ აღმოვაჩენთ, რომ Google-ი ყოველ წამს 99 000 ბრძანებას ასრულებს, რაც დღეში 8.5 მილიარდის, წელიწადში კი 2 ტრილიონი საძიებო ოპერაციის ეკვივალენტია.

გარდა ამისა, Seo.AI-ის ინფორმაციით, Google-ს საძიებო სისტემების გლობალური ბაზრის 92%-იანი წილი უჭირავს, რაც Desktop ბაზრის 72%-იან და მობილური ბაზრის 92%-იან წილს გულისხმობს. შესაბამისად, შეიძლება ჩაითვალოს, რომ Alphabet-ის კომპანიას საძიებო სისტემების ბაზრის მონოპოლიაც უჭირავს. თუმცა თავად Google-ის აღმასრულებელი დირექტორი ასე არ ფიქრობს.

ამის შესახებ სანდარ პიჩაიმ, Alphabet-ისა და Google-ის CEO-მ Bloomberg-თან ინტერვიუში, რეპორტიორის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

არსებობს მოსაზრება, რომ AI გემმა ზღვაში Google-ის გარეშე შეცურა. ამავე დროს აშშ-ის სამართლის დეპარტამენტი ცდილობს დაამტკიცოს, რომ Google-ს საძიებო მონოპოლია უკავია. ალბათ, ასეც არის: Google საძიებო სისტემების 90%-ზეა დომინირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სამყაროს 90%-ს Google-ის გავლით აღვიქვამთ, რთულია ეძებდე ინფორმაციას და ამისთვის Google-ს არ იყენებდე. რატომ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ერთ კომპანიას ამხელა ძალაუფლება?

"გულწრფელად რომ გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ ასეთი პოზიცია გვაქვს. ჩვენ ვერ ვაკმაყოფილებთ საძიებო სისტემის მომხმარებელთა საჭიროების 90%-ს. როდესაც ვუყურებ ჩემი შვილების თაობას, მათ თავიანთი მობილურების გამოყენებით მთელი მსოფლიოს ინფორმაციაზე აქვთ წვდომა. ინფორმაციის დიდ ნაწილს სოციალური ქსელებიდან იღებენ თუმცა აქვთ საშუალება, ინტერნეტის ნებისმიერ პლატფორმას ეწვიონ.

შესაბამისად, ინფორმაციის მისაღებად ყოველთვის საძიებო სისტემის გამოყენება არაა საჭირო და ეს სარეკლამო ბაზარზეც ჩანს. ვხედავ, რომ ტექნოლოგია უწყვეტად ვითარდება და ჩვენც ყოველწლიურად უფრო მეტი მუშაობა გვიწევს. თქვენი კითხვის ირონია ისაა, რომ Google-ს თან მონოპოლია უჭირავს, და თან ჩამორჩება ტექნოლოგიურ განვითარებას - თუმცა შეიძლება, ორივე მათგანი სიმართლე იყოს, რადგან ეს ცალსახად დინამიკური პროცესია", - განაცხადა სანდარ პიჩაიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები