მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ არსებობს ფაქტი, რომელიც დაამტკიცებს, რომ საქართველო სანქციებისგან თავის არიდების მიზნით იქნება გამოყენებული - საბაჟო

6420432175c88
მარიამ იზორია
27.03.23 09:40
852
„არ არსებობს დღეს, არც ერთი ფაქტი, რეალურად, რომ საქართველო რამენაირად, თუნდაც ტრანზიტული ან რაიმე საბაჟო პროცედურის კუთხით გამოყენებული იყოს სანქციებისგან თავის არიდების მიზნით,“ - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა.

ზურაბ სიჭინავას განმარტებით, ბოლო პერიოდში საბაჟო დეპარტამენტი უამრავი გამოწვევის წინაშე დადგა, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში, თუმცა სანქცირებული ტვირთი საქართველოს საბაჟოზე არ ხვდება, ამის მკაცრი მონიტორინგი მიმდინარეობს.

„ბოლო პერიოდში საბაჟო დეპარტამენტი უამრავი გამოწვევის წინაშე დავდექით. დაწყებული პანდემიიდან, როცა პირველ ხაზზე ვიყავით. მერე დაგვემთხვა ომი, რომელმაც ლოჯისტიკური ჯაჭვები მთლიანად შეცვალა - კორიდორში უამრავი ტვირთი გადმოერთო. ერთი მხრივ ჩვენ ვართ სატრანზიტო ქვეყანა, ჩვენი მთავარი არსია, სატრანზიტო ფუნქცია სწორად შევასრულოთ, არ შევაფერხოთ სატრანზიტო ტვირთები, მეორე მხრივ კი, ისეთი ტვირთები წამოვიდა, რომლებთანაც ადრე შეხება არ გვქონდა, მათ შორის შუა აზიიდან - ევროპაში მიმავალი და ევროპიდან-შუა აზიაში მიმავალი.

ტვირთბრუნვის გაზრდამ ახალი გამოწვევა შექმნა. როცა იზრდება ტვირთბრუნვა იზრდება რისკებიც, საბაჟო არ იცავს მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ საზღვრებს ის ჩართულია გლობალურ უსაფრთხოებაში, ანუ ისეთმა ტვირთმა არ უნდა გაიაროს, რაც საფრთხეს გლობალურად შექმნის. ამას დაემატა სანქციები, რომელიც ძალიან რთულად ადმინისტრირებადია, აშშ-სთან თანამშრომლობით შევქმნით სპეციალური ჯგუფები, გადავამზადეთ სანქციებთან დაკავშირებით ხალხი.

არ არსებობს დღეს არც ერთი ფაქტი, რეალურად, რომ საქართველო რამენაირად, თუნდაც ტრანზიტული ან რაიმე საბაჟო პროცედურის კუთხით, გამოყენებული იყოს სანქციებისგან თავის არიდების მიზნით. ჩვენ ამის მონიტორინგს მკაცრად ვახორციელებთ. ყველა სანქციას თავისი დათქმა, კრიტერიუმები აქვს, ჩვენ ვახორციელებთ იმას, რომ ის ტვირთი რომელიც სანქცირებულია არ მოხდეს არც ერთი მიმართულებით ჩვენს საბაჟოზე“ - ამბობს ზურაბ სიჭინავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები