მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ გაუშვათ ეს ისტორიული შანსი" - შარლ მიშელი ირაკლი კობახიძეს ესაუბრა

კობახიძე შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტელეფონით ირაკლი კობახიძეს ესაუბრა. ამის შესახებ შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

"სატელეფონო საუბრისას პრემიერ კობახიძესთან განვიხილე საქართველოში ბოლოს განვითარებული მოვლენები და კიდევ ერთხელ გამოვხატე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ევროპულ მომავალს წინ აყენებენ.

საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისთვის ყურად უნდა იქეს მიღებული. აქტიური დენბატები არის ქვაკუთხედი და ახლა საჭიროა ნამდვილი დიალოგი, საქართველოს მომავალი ევროკავშირთან ერთადაა. არ გაუშვათ ეს ისტორიული შანსი", - წერს შარლ მიშელი.

ცნობისთვის, დღეს შარლ მიშელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ესაუბრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები