"ქართველ ხალხს ვკითხოთ, უნდათ რაიმე იმის ხარჯზე, რომ ასე თითები უქნიონ!" - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ოცნების“ თავმჯდომარე და აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროკავშირის რეკომენდაციებს.
მისი თქმით, "ოცნებისთვის" საინტერესო არ არის, არც მათი სუვერენიტეტი, არც დამოუკიდებლობა, რადგან ჩამონათვალში არის მითითებები, რომელიც პირდაპირ ანტიქართულია.
"7 რეზოლუცია მიიღეს და ეწერა, რომ საშინელება ხდება ქვეყანაში და ხდება?! დემოკრატიული უკუსვლაც წერია. ხდება დემოკრატიული უკუსვლა?! ეკონომიკაზე, სანქციებზე რომ მიგვითითებენ. მოლდოვას, რომ გვადარებენ იქ სიღარიბე იყო შარშან უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე 2012 წელს და 2%-ით კიდევ გაუარესდა და ჩვენთან უკვე ორნიშნა ციფრს ჩამოსცდა. დსთ-ში მყოფ ქვეყანაზე გეუბნებიან, რომ აი, ეს არის მისაბაძი ქვეყანაო. ქვეყანაში, სადაც ადრე „გაიშნიკებს“ რომ ეძახდნენ ჩვენთან, 2 და 5 ლარიანებს რომ აძლევდნენ, ისეთი მდგომარეობაა, დემოკრატია ზენიტშიაო და შუქურას რომ ეძახდნენ სააკაშვილს, იგივე შეფასებაა დღეს მოლდოვაზე. ჩვენ გვეუბნებიან დემოკრატია თქვენი საფრთხეშიაო. ეს თუ არის ობიექტური შეფასება, მაშინ კი ბატონო, მართალი ყოფილან.
ამ ყველაფერს, ამ ტრაფარეტულად და შაბლონურად ლამაზ სიტყვებს საფუძველი რომ ნული აქვს და იმასთან ერთად რომ გიწერენ, რომ გამჭვირვალობის კანონი გააუქმე და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი გააუქმეო, ეს რას ნიშნავს, პირდაპირი შანტაჟი არის თუ არა?! მოდი, ქართველ ხალხს ვკითხოთ, უნდათ რაიმე იმის ხარჯზე, რომ საქართველოს, კრემლის საბჭოთა მითითებების მსგავსად, დღეს, არა მოსკოვიდან, რასაც აკეთებდნენ 90-იანი წლების დასასრულამდე, დღეს ბრიუსელიდან, ხვალ სხვა დედაქალაქიდან ასე თითები უქნიონ - ეს გააკეთეთ!
არ გვაინტერესებს არც თქვენი სუვერენიტეტი, არც თქვენი დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობა ჯერ ერთი ხომ ეროვნული იდეაა. ეს დამოუკიდებლობა ამავდროულად დიდი ეროვნული, ემოციური მდგენელის გარდა მოიცავს იმას, რომ ჩვენ ადვილად ვერავინ მოგვერევა, ვერ დაგვაჩოქებს და თავის ჭკუაზე ვერ გვატარებს. შენ გეუბნებიან, რომ მე თუ არ გამომადგები, შენი ქვეყნისთვის და შენი გაერთიანებისთვის, შენი სამშობლოსთვის, შენი ეროვნული ინტერესებისთვის კი არა, თუ ჩემთვის და ჩემი ინტერესებისთვის არ იბრძოლებ, შენ პატარა ხარ, მე მიგითითებ, რასაც მინდა ჩაგიწერ და ის უნდა შეასრულო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.




























