კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანის აზრით, აშშ-ის მიერ "ქართული ოცნების" წევრების, პარლამენტის წევრების, ძალოვანი უწყების წარმომადგენლების და სხვა პირების სავიზო შეზღუდვების დაწესება, "ქართული ოცნების" ამომრჩევლის გაბრაზებას ემსახურება, რომ მათ არჩევნებში მმართველ ძალას ხმა არ მისცენ.
კითხვას, აშშ-ის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით, მოახდენს თუ არა ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაზე გავლენას, საარჩევნო პერიოდში? – მან შემდეგნაირად უპასუხა:
"არ მგონია რომ მოხდეს, მაგრამ მიზანი როგორც ჩანს ეს არის. არ მგონია ერი, დაშორდეს თავის მთავრობას, რომელიც მას უდგას მსახურად და საკუთარ თავზე იღებს დარტყმებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა "იმედის" ეთერში.
თეა წულუკიანი ამბობს, რომ "ქართული ოცნებისთვის" დარტყმების მიყენება პრობლემა არ არ წარმოადგენს.
"ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ფარის ფუნქციას ვთამაშობთ... რას ვგულისხმობ, ამას ახსნა არ სჭირდება, ვინც გვისმენს ამას იმაზე უკეთ ხვდება, ვიდრე ეს მეგობარი აქტის ავტორს ჰგონია, რომელიც კაროლინაში დეპუტატად აირჩიეს. კაროლინაში სხვა პრობლემებია და ჩვენ ცოტა სხვა პრობლემები გვქონდა, ბევრი საუკუნის წინ. მიზანია რომ მთავრობის ამომრჩეველი საკუთარ მთავრობაზე გააბრაზონ, რაც აქამდე ვერ მოახერხეს და რეალურად მთავრობა დარჩეს მარტო.
თუ არჩევნებში ხმას არ მოგვცემთ, არ მგონია რომ ხელისუფლებაში ამის გამო ვინმე ტირის დაიწყებს, ჩვენ ხელისუფლებას არ ვართ ჩაბღაუჭებული და ეს ჩვენი სიძლიერეა. თუ აგვირჩევთ ვიქნებით, თუ - არა, არ ვიქნებით, ეს არის ანა-ბანა იმ დემოკრატიის რომელზეც გუშინ უსირცხვილოდ გვითხრეს რომ არ გაქვთო. მთავარი ეს არ არის, მთავარია ერი დარჩეს დაუცველი და ხელისუფლებაში მოვიდეს, ის ვინც "ვივამედში" და რომელიც მერე ეტყვიან ადექიო ადგება, დაწექიო დაწვება, იფორთხე მეჯვრისხევის ქუჩაზე, გორშიო იფორთხებს და გააკეთებს სხვის საქმეს. ეს ხდება და მე არ მგონია ის ერი რომელმაც ამდენი რამ გამოიარა დაშორდება თავის მთავრობას, რომელიც მას მსახურად უდგას, საკუთარ თავზე იღებს დარტყმებს და ეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. ისინი ვინც სანქციების ქვეშ მოვექეცით ალბათ, გვითხრეს რომ თვითმფრინავში რომ ჩაჯდები მერე გეტყვითო - ეს არის ჩვენს ურთიერთობაში შეცდომა, რომელიც რომელიც მჯერა გამოსწორდება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.