მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ მინდა შესაძლო სანქციების ან კონკრეტული შემთხვევების განხილვა - ო'ბრაიენი

649c452c48cb5
მარიამ ვარადაშვილი
28.06.23 18:30
171
“არ მინდა შესაძლო სანქციების ან კონკრეტული შემთხვევების განხილვა”, - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯეიმს ო'ბრაიენმა ჟურნალისტის კითხვა, რომელიც ქართული ექსპორტიორი კომპანიების შესაძლო სანქცირებას ეხებოდა.

კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ ელექტრომოწყობილობების ექსპორტით დაკავებული საქართველოში რეგისტრირებული ხუთი კომპანია დასანქცირდეს.

“აქ ძალიან დიდ სამუშაოს და ყოვლისმომცველ სისტემას საქართველოს სამთავრობო უწყებების მხრიდან ვერ ვხედავთ. თუკი ეს სისტემა განაგრძობს მუშაობას, საშუალებას მოგვცემს გამოვავლინოთ ყველა იმ საქონლით ვაჭრობა, რომელიც ყველაზე უფრო პრობლემურია და რუსეთის საომარ ძალისხმევას უწყობს ხელს. ეს ყველაფერი ახალია და ჩვენ ვაუმჯობესებთ სისტემას როგორც ჩვენს ქვეყნებში, ასევე აქ, ყოველდღიურად. ელექტრონული საქონლით ვაჭრობის დიდი ნაწილი ლეგალური იყო ამ წლის დასაწყისამდე და თებერვლის ბოლოსთვის ჩვენმა ქვეყნებმა და ევროკავშირმა უკანონოდ ცნეს ამ საქონლის რუსეთის სასარგებლოდ გაგზავნა, სადაც არ უნდა ყოფილიყო მისი დანიშნულების ადგილი. ამის შემდეგ ჩვენი ქვეყნებიდან რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ექსპორტის კონტროლი დაიწყო, მაგრამ ეს ხდება ეტაპობრივად. ვხედავთ, რომ საქართველოში ეს სისტემა მოქმედებს”, - აცხადებს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები