მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ შეიძლება, ევროკავშირმა ჩვენგან მოითხოვოს დამოუკიდებლობის დათმობა - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით სიარული ჩვენი ამოცანების შესრულებისკენ, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ურთიერთობები უნდა იყოს ორმხრივი.

"ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით სიარული ჩვენი ამოცანების შესრულებისკენ, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი. ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებლობა და ღირებულებები. ეს ურთიერთობები უნდა იყოს ორმხრივი. როდესაც საუბარია ურთიერთობებზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რა თქმა უნდა, აქ ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს საუბარი, ორმხრივ ვალდებულებებზეც. როდესაც შენ ხდები ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამით თმობ სუვერენიტეტის საკმაოდ დიდ ნაწილს, მთელი რიგი გადაწყვეტილებები, მათ შორის, საკვანძო გადაწყვეტილებები, რომლებიც უშუალოდ ეხება ქვეყნის ბედს, მიიღება უკვე საერთაშორისო დონეზე, ანუ ამ კომპეტენციის დელეგირება ხდება ევროკავშირში.

შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ არა მარტო ქვეყანა შედის ევროკავშირში, არამედ ევროკავშირიც შედის ქვეყანაში და იმ ოჯახში, რასაც ჩვენი ქვეყანა ჰქვია.

ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ურთიერთობები მხოლოდ ურთიერთპატივისცემაზე შეიძლება იყოს აგებული. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ევროკავშირმა ჩვენგან მოითხოვოს დამოუკიდებლობის, პრინციპებისა და ღირებულებების დათმობა. შესაბამისად, აქ ვიქნებით, რა თქმა უნდა, ბოლომდე პრინციპულები“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები