მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არ შეიძლება პრემიერს მოსწონდეს ცვლილება, რომელიც უარყოფით ზეგავლენას იქონიებს ეკონომიკაზე"

5dada2ba07b61
თელარა გელანტია
21.10.19 16:19
1027
"არ შეიძლება პრემიერს მოსწონდეს ის ცვლილება, რომელიც უარყოფით ზეგავლენას იქონიებს ბიზნესსა და ეკონომიკაზე", - ასე უპასუხა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ bm.ge-ის კითხვას იმის თაობაზე, რომელიც შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს შეეხებოდა.

სხვათა შორის, დღეს პრემიერისა და 40-ზე მეტი ბიზნეს-ასოციაციის შეხვედრის შემდეგ, თავად გიორგი გახარიამაც თქვა, რომ ამ თემაზე ბევრი ისაუბრეს.

რაც შეეხება ბიზნეს-ასოციაციის პოზიციას, როგორც სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, BAG-იმ ცალსახად ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია და გააცნო საზოგადოებას.

"იქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომლის მიღება ძალიან ცუდი იქნება ჩვენი ქვეყნის ბიზნესისთვის. ესაა ნორმირებული სამუშაო დროის შემოღება, ზეგანაკვეთური სამუშაო საათების განსაზღვრა, ასევე შრომის ინსპექციის უფლებების გაფართოება, ასევე შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების და შეწყვეტის გამკაცრება და მე მინდა, ცალსახად გითხრათ, რომ ჩვენი და მთავრობის პოზიციები ამ ნაწილში სრულ თანხვედრაშია", - განაცხადა ფხაკაძემ.

Bm.ge-ის დამატებით კითხვაზე - როგორია პრემიერის პოზიცია ამ საკითხზე, სოსო ფხაკაძემ თქვა:

"არ შეიძლება პრემიერს მოსწონდეს ის ცვლილება, რომელიც უარყოფით ზეგავლენას იქონიებს ბიზნესსა და ეკონომიკაზე".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები