მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ ვაპირებ წინასწარ სცენა გავმართო, როგორც ევროპელი და ღირსეული ქართველი დაველოდები შედეგებს - პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, იაქტიურონ და დარჩენილ დროში აუცილებლად წავიდნენ არჩევნებზე.

პრეზიდენტმა თავის მიმართვაში ასევე თქვა, რომ ხელისუფლება ავრცელებს ინფორმაციას, მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში სპეცრაზმის შეყვანის შესახებ, რაც მოქალაქებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობაა.

"ვინც ჯერ არ მისულა უბანზე, ჯერ კიდევ გაქვთ დრო, მიხვიდეთ არჩევნებზე. მერე არ ინანოთ, რომ არ მიიღეთ მონაწილეობა ქვეყნის მომავლის გადაწყვეტაში. ვისაც აქვს სურვილი მონაწილე იყოს ისტორიული ფურცლის, დღეს, ახლა უნდა მიხვიდეთ არჩევნებზე, სხვა დრო აღარ იქნება. თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის და მომავალი საქართველოსთვის. მინდა, ვუთხრა ადამიანებს, ვინც შეშფოთდა იმით, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები არაევროპულად, არადემოკრატიულად აცხადებენ, რომ უკვე მოიგეს, აცხადებენ, რომ სცენას გავმართავთო და გვაგებინებენ, რომ სპეცრაზმი შევიდა მთავრობის ადმინისტრაციაში.

არ შეშინდეთ, ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიური ზეწოლა თქვენზე. ამაზე პასუხი კი უნდა იყოს თავდაჯერებულობა და არჩევნებზე მისვლა. მე არ ვაპირებ, რომ აქ რამე სცენა გავმართო. არ ვაპირებ, რომ წინსწრებით რამე შედეგები გამოვაცხადო.

მე, როგორც ევროპელი, როგორც ღირსეული ქართველი დაველოდები შედეგებს და ყველა ერთად გავიგებთ ამ შედეგებს. ნუ შეშინდებით. დაველოდოთ შედეგს, რომელიც იქნება თქვენს მიერ დადებული, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის", - თქვა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები