ოპოზიციის გამსხვილებას მივესალმები… ჩემი საქმე არაა, ვურჩიო, ვინ ვისთან იქნება… მნიშვნელოვანია, ხმები არ დაიკარგო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში მიმდინარე პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
"გამსხვილებაზე მნიშვნელოვანია, არცერთი ხმა არ დაიკარგოს და ის პარტიები, რომლებსაც არა აქვთ გარანტია რომ 5% მიიღონ და არ გახდნენ რეალურად "ოცნების" გამსხვილების საშუალება, ამათმა არ დაიკარგოს ხმები.
მივესალმები გამსხვილებებს - ჩემი საქმე არ არის მათ ვურჩიო, ვინ ვისთან და როგორ, ჩემი საქმეა ყველას ვუთხრა, რომ არჩევნებზე მივიდნენ და არცერთი ხმა არ დაიკარგოს გარეთ და შიგნით. ყველა ყველას უნდა დაეხმაროს ხმების დაცვაში და დაეხმარონ იმაში, რომ პატარა პარტიები მიიღონ და ის რიკი არ იყოს რომ 5%-ის ქვემოთ ვინც იქნება ეს ხმები "ოცნებაში" გადანაცვლდეს, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.