მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ ველოდები ევროპულ სანქციებს, ამის არავითარი საფუძველი არ არის - გიორგი ამილახვარი

გიორგი ამილახვარი

ამერიკული სანქციების მერე, ელოდება თუ არა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მთავრობისთვის ევროპის მხრიდან დაწესებულ სანქციებს, გიორგი ამილახვარი პასუხობს, რომ არა, რადგან ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

"არ ველოდები ევროპულ სანქციებს, რადგან ამის არავითარი საფუძველი არ არის და აქტიური მუშაობა მიდის ჩვენს პარტნიორებთან", - განაცხადა მინისტრმა.

ევროკომისია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე წარადგენს სანქციების პაკეტს. სხდომა 24 ივნისს უნდა გაიმართოს.

"რადიო თავისუფლებამ" მოიპოვა ევროკომისიის დოკუმენტი, რომელშიც საუბარია ევროკავშირის შესაძლო ნაბიჯებზე, თუ საქართველოში პოლიტიკური ვითარება არ გაუმჯობესდება. მათ შორისაა პერსონალური სანქციები, ფინანსური დახმარებების შეწყვეტა და უკიდურეს შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები