მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„არ ვითხოვთ დანებებას, ზელენსკისგან წინააღმდეგობის შეწყვეტას ვითხოვთ“ - ლავროვი

626faccfe1f41
ვიქტორია მღებრიშვილი
02.05.22 14:27
2201
რუსეთი პრეზიდენტ ზელენსკისგან ნეონაცისტური ფორმირებების მიერ დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების გაშვებას და წინააღმდეგობის გაწევის შეწყვეტის ბრძანების გაცემას ითხოვს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იტალიურ ტელეკომპანია mediaset-თან ინტერვიში განაცხადა. წერს Tass-ი.

„ჩვენ არ ვითხოვთ მის დანებებას. ვითხოვთ, რომ მან გასცეს ბრძანება ყველა მოქალაქის გათავისუფლებისა და წინააღმდეგობის შეწყვეტის შესახებ. ჩვენ უკრაინაში რეჟიმის შეცვლის მიზანი არ გვაქვს. ეს ამერიკული სპეციალობაა, ისინი მთელ მსოფლიოში ამით არიან დაკავებულნი“, - განაცხადა მან.

ლავროვმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს მის მიერვე წინასაარჩევნო კამპანიის დროს წარმოდგენილი „მსოფლიო პრეზიდენტად“ გახდომის შესაძლებლობა ადრეც ჰქონდა.

„მან ყველა შესაძლებლობა შეცვალა. ყველა კოზირი ხელში ეჭირა. ზელენსკიმ კი საჯარო განცხადებების გაკეთება არჩია, რომ არასდროს შეასრულებდა მინსკის შეთანხმებას, თითქოს ეს უკრაინული ერის, სახელმწიფოს ჩამოქცევას ნიშნავდა. გაეროს უსაფრთხოების საბჭოში ყველა, ვინც მინსკის შეთანხმებას წერდა და მას მხარს უჭერდა, გაჩუმდა. ამბობდნენ, რომ თუ არ უნდოდა, არ უნდა შეესრულებინა, რუსეთი კი ასრულებდა. აი, ვის შეეძლო მშვიდობის მოტანა“, - განაცხადა ლავროვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები