მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არა და არასოდეს... ვეტოს დადებით არ შევალ ყალბ მოლაპარაკებებში - პრეზიდენტი

ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე ვეტოს დადებით მოლაპარაკებებში არ შევა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს იმ სულისკვეთების ღალატი იქნება, რომელიც დღეს ქვეყანაშია და რასაც გზის გახსნა სჭირდება. პრეზიდენტი ამბობს, რომ თავად იქნება ამ გზის გამხსნელი და არა, გზიდან გადახვევის ერთ-ერთი ფორმა.

"ძალიან გარკვევით ავუხსენი მეგობრებს, რომ ვეტოს დადებით არ შევალ ყალბ და მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასოდეს, იმიტომ, რომ არ ვუღალატებ იმ სულისკვეთებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია და რომელსაც სჭირდება რომ გზა გაეხსნას. მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა, ამ გზიდან გადახვევის ერთ-ერთი ფორმა.

ეს გზავნილი იქნება მიტანილი ჩვენი მეგობრებისგან ყველგან, სადაც საჭიროა, რათა არავინ იფიქროს, რომ შეიძლება გამოიყენოს პრეზიდენტი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას სახე გადავურჩინო. დღეს ეს საკითხი არ დგას. დღეს, დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი. ამისთვის, მე ასევე გავაცანი ჩვენს მეგობრებს სამომავლო გეგმები, როგორი უნდა იყოს ევროპული პლატფორმა, რომელზეც ვმუშაობ რამდენიმე კვირაა და რომელსაც წარვუდგენ ჩვენს მოსახლეობას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები