ბუნდესტაგის წევრი, რობინ ვაგენერი ამბობს, რომ ამ გზით საქართველო ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ევროკავშირმა გააღო კარი კანდიდატის სტატუსით, თუმცა შემდეგ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა შემობრუნებულიყო და სხვა მიმართულებით წასულიყო.
გარდა "რუსული კანონისა", რობინ ვაგენერი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ხელის შემშლელად LGBTIQ-ს წინააღმდეგ კანონმდებლობას და პოლარიზებულ რიტორიკას ასახელებს.
მისი თქმით, არა მხოლოდ ევროკავშირის პროგრამები, არამედ მრავალ სფეროში გერმანულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობა გადაიხედება.
"რა უნდა გაკეთდეს ამ მომენტში? უპირველეს ყოვლისა, ეს არის ძალიან მკაფიო პოზიცია - არ იქნება შემდგომი გაწევრიანება. ეს ყველაფერი მიღწეულია და ეს არაა შემთხვევითი პროცესი, არამედ ის გამოწვეულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ევროკავშირი კვლავ დაინტერესებულია შემდგომი გაწევრიანებით და ასევეა ქართველი ხალხიც. ჩვენ ამას ვხედავთ და ძალიან შთამბეჭდავია, რომ ამდენი ადამიანი აპროტესტებს კანონს და სურთ ევროკავშირის გზაზე გასვლა. მაგრამ ასევე ცხადია, რომ ჩვენ არა მხოლოდ ევროკავშირის პროგრამების, არამედ გერმანულ-ქართული ორმხრივი თანამშრომლობის მრავალი სფეროს გადახედვა მოგვიწევს. ერთი რამ უნდა აღინიშნოს, ეს არის მხოლოდ სამხედრო სფერო, ეს არის სხვა მრავალი მიმართულება, მაგალითად, განვითარების სააგენტოები, ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენ მოგვიწევს ამ პროცესის გადახედვა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ძალიან მკაფიო ვიყოთ, რომ ჩვენი რეაქცია არ ეხება საქართველოს მთელ მოსახლეობას, ვისაც სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი. ჩვენ გვინდა გვქონდეს ლიბერალური დემოკრატია და გავაგრძელოთ ეს გზა, რომ გადავხედოთ ყველა პროგრამას და ნათლად გავარკვიოთ, რომელი გაგრძელებაა და რომელი არა. ეს არის ის, რაც ხდება ამ მომენტში. მაგრამ ამას ძალიან ნათელი შედეგები მოჰყვება. არავითარი შემდგომი პროგრამები, არამედ გადაიხედება ის პროგრამებიც, რომლებიც წარსულში იყო გადაწყვეტილი", - აღნიშნა რობინ ვაგენერმა.