მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„არა რუსულ კანონს“ - დედაქალაქში საპროტესტო აქცია რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება

აქცია

საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენით მიღებულ „რუსულ კანონს“ დედაქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე აპროტესტებენ.

ტრადიციულად საპროტესტო აქცია გაიმართება პარლამენტთან, სადაც ამ წუთებში მოქალაქეები იკრიბებიან. პარალელურად მოქალაქეთა ერთი ჯგუფი საპროტესტო აქციას მართავს გმირთა მოედანზე. აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვას გეგმავენ, რის შემდეგაც მსვლელობით საქართველოს პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

ამ დროისთვის, სამართალდამცველები გმირთა მოედანზე გზაზე ვითარების დარეგულირებას ცდილობენ და აქტივისტები ტროტუარზე გადაჰყავთ, სანამ არ მოგროვდებიან.

უნდა აღინიშნოს, რომ დედაქალაქის აქცია გუშინ რეგიონებიდან ჩამოსულებიც შეუერთდნენ, თუმცა პარალელურად ამ წუთებში "რუსული კანონის" საპროტესტო აქციები იმართება ზუგდიდსა და ბათუმში.

ცნობისთვის, 1 მაისს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მეორე მოსმენაზე 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები