მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არა რუსულ კანონს" - დღეს, თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე საპროტესტო აქციები გაიმართება

შეაწუხე ვაკე

გუშინ, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობისა მიერ მესამე მოსმენით მიღებულ "რუსულ კანონს" დღესაც, დედაქალაქში რამდენიმე ადგილიდან გააპროტესტებენ.

15:00 საათზე კი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მსვლელობა ჯავახიშვილიდან დაიწყო და ისინი, პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

19:00 საათზე აქცია დაგეგმილია ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან და სპორტის სასახლესთან. 20:00 საათზე დემონსტრანტები ვაკის პარკში შეიკრიბებიან მოწოდებით, "შეაწუხე ვაკე". ვაკის პარკიდანვე მანქანებით და დროშებით მსვლელობაა დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები