მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს, მისი ხვალინდელი დღის ადგილი მხოლოდ და მხოლოდ ევროპაშია!" - აწსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები

აწსუ

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები მხარს უჭერენ სტუდენტებს და კანონს "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" აპროტესტებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება.

"ჩვენ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ვაპროტესტებთ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. მხარს ვუჭერთ და გამოვხატავთ სოლიდარობას აწსუ სტუდენტების მიმართ, რომლებმაც გუშინ ღიად, საჯაროდ დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიმართ.

მიგვაჩნია, რომ სტუდენტობა წარმოადგენს უნივერსიტეტის ყველაზე დიდ საგანძურს და მათ ძალიან გულწრფელ სურვილთან და მომავლის ხედვასთან უნდა იყოს თანხვედრაში ჩვენი, ლექტორ მასწავლებლების პოზიცია. ქართული ცნობიერება და და განათლება ეყრდნობა ევროპულ ფასეულობებს.

საქართველოს, მისი ხვალინდელი დღის ადგილი მხოლოდ და მხოლოდ ევროპაშია!

არა რუსულ კანონს!", - აცხადებენ აკაკი წერეთლის პროფესორ-მასწავლებლები.

აღსანიშნავია, რომ განცხადებას, ამ დროისთვის, ხელს 30-მდე ლექტორი აწერს

ინფორმაციისთვის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 13 მაისიდან გაიფიცნენ და უარი თქვეს სასწავლო პროცესის გაგრძელებაზე , "რუსული კანონის" გაპროტესტების მიზნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები