მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არა რუსულ კანონს" - პარლამენტთან სამოქალაქო სექტორი აქციას მართავს

რუსული კანონი

"არა რუსულ კანონს! " - პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო, სადაც არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მიერ დღეს ბიუროს სხდომაზე "რუსული კანონის" ოფიციალურად განხილვის დაწყებას აპროტესტებენ.

საკანონმდებლო ორგანოში, სადაც რამდენიმე წუთში ე.წ. უცხოური გავლენების შესახებ კანონის განხილვა იწყება, პოლიცია ჟურნალისტებს არ უშვებს. მედიის ნაწილი თითქმის ნახევარი საათია შენობაში შესვლას უშედეგოდ ითხოვს.

მათი ნაწილი აცხადებს, რომ აკრედიტაციისა და საშვების მიუხედავად პოლიცია მათ შენობაში არ უშვებს.

ჟურნალისტებს შორის, რომლებსაც საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებენ, იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლები არიან, ვინც გასულ წელს ბიუროს ოთახის წინ რუსული კანონის მიღება პლაკატებით და აქციით გააპროტესტეს. საუბარია „პუბლიკას”, „ნეტგაზეთის”, On.ge-ს, „მთის ამბების” ჟურნალისტებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები