სამართალდამცველების მიერ რუსთაველის "გაწმენდიდან" რამდენიმე საათში პარლამენტის შენობის წინ ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს. გამზირი კვლავ გადაკეტილია.
აქცია ამ ეტაპზე სიტყვით გამოსვლების ეტაპზეა.
პოლიცია და სპეცრაზმი რუსთაველის გამზირიდან გაიყვანეს. მედიის ცნობით, ძალოვნების ნაწილმა თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლა, ნაწილი კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე შევიდა.