მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არაა ეკონომიკური პოლიტიკა, არაა საგარეო პოლიტიკა მიღმა ხელის ჩამორთმევის მცდელობებისა... - სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მმართველ პარტიას, რომელიც რეპრესიებს ახორციელებს, არ მართავს ქვეყანას და არანაირი პოლიტიკა არ გააჩნია, მათ შორის არც ეკონომიკური. მან ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"არაა ეკონომიკური პოლიტიკა, არაა საგარეო პოლიტიკა მიღმა ხელის ჩამორთმევის მცდელობებისა, რათა აჩვენონ, რომ სადღაც ვიღაც აღიარებს მათ, არანაირი პოზიტიური ზომები და პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას გახდიდა უფრო ეფექტურს, სტაბილურს ან მოაგვარებდა სხვადასხვა სოციალურ პრობლემას, ან შეეწინააღმდეგებოდა მწვავე ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისს, რომელიც გვიახლოვდება. ეს არაა მხოლოდ დემოკრატიის ჩამოშლა, ეს მისი სისტემური განადგურება. არანაირი დამოუკიდებელი ინსტიტუტი აღარ დარჩა", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები