7 ოქტომბრის საშინელი თავდასხმებიდან სამი თვის შემდეგ ღაზა სიკვდილისა და სასოწარკვეთის ადგილად იქცა - ამის შესახებ გაერო-ს ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელი მარტინ გრიფიტსი აცხადებს. მისი თქმით, ღაზა „საცხოვრებლად უვარგისი“ გახდა.
მარტინ გრიფიტსი წერს, რომ დაიღუპა ან დაშავდა ათობით ათასი ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.
"ოჯახებს ღია ცის ქვეშ სძინავთ. ტერიტორიები, სადაც მშვიდობიან მოსახლეობას უთხრეს, გადასახლებულიყვნენ თავიანთი უსაფრთხოებისთვის, დაბომბვის ქვეშ მოექცა. სამედიცინო დაწესებულებები დაუნდობელი შეტევის ქვეშ იმყოფება. რამდენიმე საავადმყოფო, რომელიც ნაწილობრივ ფუნქციონირებს, გადატვირთულია ტრავმის შემთხვევებით, კრიტიკულად მოკლებულია ყველა მარაგს. გადატვირთულ თავშესაფრებში ინფექციური დაავადებები ვრცელდება კანალიზაციის გადაღვრის გამო. ამ ქაოსის ფონზე ყოველდღიურად დაახლოებით 180 პალესტინელი ქალი მშობიარობს. ადამიანებს საკვები არ აქვთ. განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ბოლო 12 კვირა იყო ტრავმული: არ არის საკვები, წყალი, არანაირი სკოლა. არაფერი, გარდა ომის საშინელი ხმებისა.
დროა, მხარეებმა შეასრულონ ყველა ვალდებულება საერთაშორისო კანონმდებლობით, მათ შორის, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები და დააკმაყოფილონ მათი აუცილებელი საჭიროებები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა მძევალი. დროა საერთაშორისო საზოგადოებამ გამოიყენოს მთელი თავისი გავლენა ამის განსახორციელებლად.
ეს ომი არასოდეს უნდა დაწყებულიყო. მაგრამ უკვე დიდი ხანია დასრულებული დროა", - წერს, გაერო-ს ჰუმანიტარული განყოფილების ხელმძღვანელი.