მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელი ღაზის ჩრდილოეთით ყოველდღიურ ოთხსაათიან პაუზებს დაიწყებს - თეთრი სახლი

ონ კირბ

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელი ღაზის ჩრდილოეთით ყოველდღიურ ოთხსაათიან პაუზებს დაიწყებს. ინფორმაციას BBC თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თეთრის სახლის სპიკერმა, ჯონ კირბმა თქვა, რომ აღნიშნულის შესახებ განცხადება სამი საათით ადრე გაკეთდება.

„ისრაელელებმა გვითხრეს, რომ პაუზის განმავლობაში არ იქნება სამხედრო ოპერაციები რაიონებში და ეს პროცესი დღეს იწყება“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

შეგახსენებთ: ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის „ტაქტიკური, ადგილობრივი პაუზები“ ხორციელდება.

ისრაელის სამხედროები ღაზაში მყოფ ხალხთან ტექსტური შეტყობინებების და ბროშურების გამოყენებით კონკრეტულ ადგილებში, ასევე ცალკეულ პირებთან სატელეფონო ზარებით ურთიერთობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები