„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 10 000-სს გადააჭარბა, – ინფორმაციას BBC წერს.
გამოცემის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 10 022-ს მიაღწია.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის, სავარაუდოდ, ათასობით ბავშვია.