მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის „ტაქტიკური, ადგილობრივი პაუზები“ ხორციელდება - BBC

დდ

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის „ტაქტიკური, ადგილობრივი პაუზები“ ხორციელდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ეს ტაქტიკური პაუზები შეზღუდულია დროისა და არეალის მიხედვით.

ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ ჰუმანიტარულ დერეფნებს ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რათა დროებით გადავიდნენ სამხრეთით უფრო უსაფრთხო ადგილებში, სადაც მათ ჰუმანიტარული დახმარების მიღება შეუძლიათ“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ისრაელის სამხედროები ღაზაში მყოფ ხალხთან ტექსტური შეტყობინებების და ბროშურების გამოყენებით კონკრეტულ ადგილებში, ასევე ცალკეულ პირებთან სატელეფონო ზარებით ურთიერთობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები