მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაკეთილსინდისიერ მეთოდებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოების მიმართ ჩვენ არ ვიყენებთ  - კობახიძე

კობახიძე

ჩვენ  არაკეთილსინდისიერ მეთოდებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოების მიმართ არ ვიყენებთ  -ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შემდეგ, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობდა.

„პრეზიდენტი ამ პროცესზე იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორ მდგომარეობაშიც არიან დღეს პრეზიდენტის წარმომადგენლები. ვხედავთ, რომ ისინი არიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, უწევთ აბსურდის მტკიცება.

ძალიან მძიმეა მათი მდგომარეობა. შესაბამისად, შევდივარ ამ მდგომარეობაში. პრეზიდენტი თვითონ რომ ჩამოსულიყო, ბუნებრივია, თვითონ მოუწევდა ამ მდგომარეობაში ყოფნა, რაც მისთვის იყო მიუღებელი და სწორედ ამიტომ არ ჩამოვიდა ბათუმში.

ხვალ გაგრძელდება პროცესი, სადაც დამატებით წარვადგენთ ჩვენს პოზიციას. ასევე, კითხვა-პასუხი იქნება ხვალინდელ პროცესზე და ამის შემდეგ წარვადგენთ ჩვენს შემაჯამებელ სიტყვას, სადაც  წარმოდგენილი იქნება ყველა არგუმენტი.

ჩვენ არ ვიყენებთ არაკეთილსინდისიერ მეთოდებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოების მიმართ, თუმცა არიან ძალები, რომლებიც არაკეთილსინდისიერი მეთოდებით მუშაობენ იმ თანამდებობის პირებზე, რომლებსაც ეწოდებათ დამოუკიდებლები, თუმცა, სამწუხაროდ, კარგავენ დამოუკიდებლობას“, – აღნიშნა კობახიძემ.