მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არანაირ ქონებას არ აქვს ფასი, თუ არ ხარ თავისუფალი - კახა ხაზარაძე ბიზნესს მიმართავს

ICR ჯგუფი

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე ბიზნესს მიმართავს - "არანაირ ქონებას არ აქვს ფასი, თუ არ ხარ თავისუფალი".

მისი მოსაზრებით, დღეს "რუსული კანონის" გარშემო განვითარებულ მოვლენებზე სიჩუმე ღალატს ნიშნავს.

"დღეს სიჩუმე ღალატის ტოლფასია,სამწუხაროა რომ ერთი წლის შემდეგ ისევ მიწევს ამაზე საუბარი. მაგრამ სხვაობა ის არის რომ პრობლემა დღესავით ნათელია ან ევროპა და ან და რუსეთი. ერთადერთი რაც მახარებს სადარაჯოზე ისევ ჩვენი შვილები გამოვიდნენ და ისმის შეკითხვა სად ვართ ჩვენ,ბარიკადების რომელ მხარეს,დავიცავთ თუ არა ჩვენი შვილების არჩევანს ვიყოთ ევროპული სამყაროს ნაწილი თუ ვირჩევთ მონობას და სიჩუმით ვეგუებით მას.

ჩემი მიმართვა ბიზნესს ეხება,საზოგადოებას რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობს, დამიჯერეთ არანაირ ბიზნესს, არანაირ ქონებას არ აქვს ფასი თუ არ ხარ თავისუფალი და არ იბრძვი მის დასაცავად.

ბევრისგან მსმენია ჩვენ ბიზნესი პოლიტიკაში არ ვერევითო, მაგრამ მინდა აგიხსნათ, დღეს პოლიტიკა ჩვენი შვილების მომავალს ეხება, და უფრო მეტი პოლიტიკა არაფერ შუაშია როცა გართმევენ არჩევანს იყო თავისუფალი და იცხოვრო თავისუფალ სამყაროში.ევროპული არჩევანი ერადერთი სწორი არჩევანია ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობისთვის,ჩვენი შვილებისთვის...ნუ გაჩუმდები ,ნუ ამოეფარები შვილებს.

ჩვენი ვალია მათ გვერდში დგომა. ასეთი შანსი ადამიანს ერთხელ გეძლევა,გააკეთე სწორი არჩევანი.არა რუსულ კანონს,არა რუსეთს , წინ ევროპაში", - წერს იგი სოციალურ ქსელში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები