საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარებას" განცხადებით 28 ნოემბრის შემდეგ რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ძალოვან უწყებას არაპროპორციული ძალა არ გამოუყენებია. უფრო მეტიც ის ამბობს, რომ მათი რესურსის 30%-იც არ აქვთ გამოყენებული. ამის შესახებ ზვიად ხარაზიშვილმა თავისუფლების მოედანზე ყოფნისას "ფორმულას" შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.
ის ამბობს: "სპეცრაზმელი არ იღლება, ვერაფრით ვერ დაღლი... ხალხი მოიგერია...".
ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც პრეზიდენტის განცხადებას შეეხებოდა იმის შესახებ, რომ სპეცრაზმელები ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ არიან, ხარაზიშვილი პასუხობს: "სპეცრაზმელზე ვინც ამბობს არაფხიზელიაო, არასწორი ხალხია, ყველა იტყუება, მომიყვანონ ვინაა არაფხიზელ მდგომარეობაში...თვითონაა ნარკომანი
რომ გამოდიხართ და გვაბრალებთ, რომ ამფეტამინით კაიფში არიან, ნუ გამოდიხართ და ნუ გვაბრალებთ, სირცხვილია, ვერავინ დაგვღლის.. სპეცრაზმელი ქვეყანას ყველგან და ყოველთვის სჭირდება... მაგნაირი უნამუსო რომ გამოდის და მასეთ რაღაცას რომ ამბობს... იცით რაც სჭირდება მაგას...".
ჟურნალისტებმა შსს გდდ-ს უფროსს ჰკითხეს თუ ნახულობს რა მდგომარეობაში აგდებენ ძალადობით სპეცრაზმელები საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რაზეც ზვიად ხარაზიშვილის აცხადებს: "რაც მაინტერესებს იმას ვხედავ სიტუაციას, რად მინდა ტელევიზორში ყურება".
თავისუფლების მოედანზე მანქანით გადაადგილებისას "ფორმულას" ჟურნალისტმა ზვიად ხარაზიშვილს რამდენიმე კითხვა დაუსვა:
-როგორ ხდება ხოლმე დაგეგმარება, წყლის ჭავლის გაშვების და ა.შ.?
-შენ ვერ ხედავ იქ რა ხდება, სახეში დამიზნებით რომ ესვრიან ბიჭებს...
-სახის დაზიანებით არიან სპეცრაზმელები?
-ძალიან ბევრი, მაგრამ ისევ იქ იქნებიან ბოლომდე, არავინ არ გაიქცევა და ისე ვერ იქნება დაშავებული, რომ მაგათმა რამე...
-ის სპეცრაზმელები, რომლებიც მოქალაქეებზე ძალადობდა იდენტიფიცირებულები არიან?
-არავინ არ ძალადობდა, რა თქმა უნდა, იგერიებდნენ [სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს]. ერთი რამ იცოდეთ, ჩვენ არაპროპორციული ძალა არასდროს გამოგვიყენებია. აქ ჩვენი შესაძლებლობების 30% არ არის გამოყენებული, არც პირადი შემადგენლობის და არც სპეცტექნიკის და სხვა საშუალებების, გამოდიან და ყვირიან "გამოიყენეს არაპროპორციული ძალაო" რომელიც არაპროპორციული ძალა...
-წყალში გარეული წიწაკა მაგალითად...
-სად იყო? წიწაკას გაუძლებ ახლა იქ შენ [ჟურნალისტს მიმართავს], მსგავსი რამ იქ არ გამოყენებულა..
-ანუ ქიმიური ნივთიერება არაფერი გამოგიყენებიათ?
-ქიმიური ნივთიერება რომ გამოვიყენოთ აქ ვერავინ დარჩება, ჩვენ მსგავსი რამე არ გამოგვიყენებია
-სანომრო ნიშნები არ აქვთ სპეცრაზმელებს
-საბრძოლო დანაყოფის წევრები ნომრებით და სახელებით არ იშიფრებიან
-როგორ იშიფრებიან?
-არასდროს არ ჰქონდათ...მსოფლიოში რა ხდება დაინახეთ მომიტინგეებს როგორ ექცევიან პოლიციელები.
-სპეცრაზმელები შეურაცხყოფებს აყენებენ აქციის მონაწილეებს გინებით და ჟესტებით. სპეცრაზმელთა ვინც მოვა კვერცხებით და შეურაცხყოფით მეტს მიიღებს. გურამ როგავას კადრები ნახეთ?
-რა გადამაყოლეთ მაგ გურამ როგავას, ომი რომ იყო ეს ხალხი რას აკეთებდა
-მას გაშუქებული აქვს 2008 წლის ომი და ყირიმსა და ისრაელის ომშიც არის ნამყოფი...
ამ ბიჭებს ვერ ნახავთ ვერც დაღლილს და ვერც წაქცეულს და ვერც მომაკვდავს, დაგვანებეთ თავი, ცოდოები არიან [აქციის მონაწილეები] დაგვანებეთ თავი...
სტილი დაცულია