დღეს - 9 ნოემბერს, 15:00 საათზე, სამი ოპოზიციური პარტია აქცია-მსვლელობას აანონსებს, სახელწოდებით #არარუსულარჩევნებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მსვლელობა ორი ლოკაციიდან დაიწყება და თბილისის ქუჩებს მოიცავს. კერძოდ, აქცია-მსვლელობა 15:00 საათზე, მეტროსადგურების, სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მარჯანიშვილის, მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს გეზს.
დედაქალაქის ქუჩებში უწყვეტი აქციები არჩევნებზე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების სამოქმედო გეგმის ნაწილია. 4 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე გაჟღერებული გეგმის თანახმად, სტრატეგიის ნაწილია, რომ ოპოზიციამ არ აღიაროს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, არ ცნოს ახლად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაცია და მოქალაქეების ხმა დემოკრატიულ სამყარომდე მივიდეს.