მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების ვადიანობა 4 წლამდე გაიზარდა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა 3 წლიდან 4 წლამდე გაზარდა - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.

"საკრედიტო აქტივობის დინამიკისა და გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, სებ-ი არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალურ ვადიანობას 4 წლამდე ზრდის. იმის გათვალისწინებით, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება, მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წლიდან კვლავ 4 წლამდე გაიზრდება.

სებ-ი მომავალშიც გააგრძელებს დაკვირვებას სამომხმარებლო დაკრედიტების ტენდენციებზე, რადგან ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტები ამ სეგმენტში შინამეურნეობების ვალის სტაბილურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში.

ეროვნულმა ბანკმა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა 4 წლიდან 3 წლამდე 2022 წლის აგვისტოში შეამცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები