სავაჭრო ომებში გამარჯვებული არავინაა. ასე გამოეხმაურნენ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ გეგმავს დააწესოს ტარიფი ჩინეთიდან პროდუქციის იმპორტზე.
„ამ საკითხზე ჩვენ არაერთხელ გამომითქვამს ჩვენი პოზიცია. ყოველთვის გვჯეროდა, რომ არავინაა გამარჯვებული სავაჭრო ომებში და ტარიფების ორმხრივ დაწესებაში. ჩინეთი ყოველთვის მტკიცედ იცავდა თავის ეროვნულ ინტერესებს“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მაო ნინმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ევროკავშირს ტარიფებს დაუწესებს, ჩინეთიდან იმპორტზე კი 10%-იან სადამსჯელო გადასახადის შემოღებას განიხილავს, რადგან, მისი თქმით, აშშ-ში ნარკოტიკული ნივთიერება ფენტანილი ჩინეთიდან შედის, მექსიკისა და კანადის გავლით.