მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევანი მარტივი იყო... ქვეყანას სჭირდება ნორმალური საინვესტიციო გარემო - ნიკა მელია

6157fd185dc1f
ვიქტორია მღებრიშვილი
02.10.21 10:34
397
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და თბილსის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ არჩევნებში მონაწილება მიიღო და ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის არჩევანის გაკეთება მარტივი იყო, რადგან ის ქვეყნის განვითარებას უჭერს მხარს.

„ძალიან მარტივია თქმა რას მივეცი ხმა, მარტივია ასახსნელად თუ რას დავუჭირე მხარი.

ვისაც არ სურს ამ ქვეყანაში განუკითხაობა გაგრძელდეს, ოლიგარქიული წეს-წყობილება გაგრძელდეს, ვისაც არ სურს ხელისუფლებაში მთავარ დასაყრდენად მიაჩნდეს თითქოს კრიმინალური ავტორიტეტები სინამდვილეში სუს-თან მჭიდრო ბმაში მყოფი ადამიანები, ვისაც არ სურს, ხელისუფლების მთავარი ღერძი უსამართლობა იყოს, ვფიქრობ, ყველა ძალიან მარტივად გააკეთებს არჩევანს.

არჩევანი მარტივი იყო. ქვეყნას განვითარების ახალი, მძლავრი იმპულსი სჭირდება, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, ქვეყანას ნორმალური საინვესტიციო კლიმატი სჭირდება და ეს ყველაფერი შეუძლებელია ჭაობში მყოფი ხელისუფლების მიერ განხორციელდეს. მათ პირობებში ქვეყანაში, რაც არ უნდა ნიჭიერები და პროფესიონალები ვიყოთ გასაქანი არ გვაქვს. ყველანი საარჩევნო უბნებზე, ყველანი იქ, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი უნდა დაიწეროს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერობისთვის სულ 16 კანდიდატი იბრძვის, აქედან ორმა - გიორგი გახარიამ და ნიკა მელიამ ხმა უკვე მისცეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები