მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევანს ვაკეთებთ რუსეთის ქვეშევრდომობასა და ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობას შორის - ნიკოლოზ შურღაია

ნიკოლოზ შურღაია

არჩევანს ვაკეთებთ რუსეთის ქვეშევრდომობას და ევროკავშირის წევრობის რეალურ შესაძლებლობას შორის - ამის შესახებ ბიზნესის მრჩეველი ნიკოლოზ შურღაიამ განაცხადა.

როგორც შურღაიამ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები აჩვენებს, დაიბრუნებს თუ არა საქართველო დასავლეთის ნდობას და გააგრძელებს თუ არა ქვეყანა ცივილიზებული სამყაროსკენ სვლას.

„ხვალინდელი არჩევნები მართლაც ფუნდამენტურია და გავიგებთ, თუ ვინ ვართ. მე ასე ვხედავ, ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ რუსეთის ქვეშევრდომობას, წარსულ ჭაობს და ევროკავშირის წევრობის რეალურ შესაძლებლობას და განვითარებას შორის, რომ ჩვენი იდენტობაც შევინარჩუნოთ და კარგი მეგობრები გვყავდეს. რუსეთის ტიპის ქვეყნად თუ ჩამოვყალიბდით, დაკნინების გზაზე დავდგებით, მოვწყდებით ცივილიზებულ სამყაროს, შეგვიწყდება დაფინანსება, ლარი გაგვიუფასურდება, ახალგაზრდების დიდი გადინება იქნება ქვეყნიდან, რაც ბიზნესისთვის ძალიან ცუდი იქნება.

ასევე, გვაქვს რეალური შანსი, რომ მეორედ მოვახდინოთ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, ეს გააძლიერებს საქართველოს სანდოობას მთელი ცივილიზებული სამყაროს თვალში. ეს ძალიან მიმზიდველი იქნება ინვესტიციების შემოსვლის, კრედიტების გაიაფების თვალსაზრისით, გაიზრდება ალბათობა, რომ ჩვენთან კანონის უზენაესობა და საკუთრების უფლება დაცული იქნება, რაც ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვართ ასეთი არჩევანის წინაშე, გავაღოთ კარგი კარი, რომელიც ძალიან ბევრ შესაძლებლობას გაგვიხსნის და გვაქვს კარი, რომელიც პანდორას ყუთს ახდის თავს. ასე რომ, ხვალ გამოჩნდება, ვინ ვართ“, - განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები