მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევნები არ შეესაბამებოდა კანდიდატი ქვეყნისგან მოსალოდნელ სტანდარტებს - გერმანიის ელჩი

გერმანია

საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოების 2024 წლის ანგარიშმა საქართველოს უკუსვლა აჩვენა. 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ევროკომისიის ანგარიშს ელჩი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისგან მოსალოდნელ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. ელჩი მიუთითებს, რომ შედეგებთან დაკავშირებით მსჯელობისთვის ევროკავშირის ლიდერები მალე შეიკრიბებიან.

“საქართველოს აქვს უპრეცედენტო უკუსვლა კანონის უზენაესობის და ფუნდამენტური უფლებების მიმართულებით. არჩევნები არ შეესაბამება სტანდარტს, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან არის მოსალოდნელი. ლიდერები მალე შეხვდებიან შედეგებთან დაკავშირებით”, - დაწერა ელჩმა.

მთავრობამ ევროპული გზიდან გადაუხვია - ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციას არ გასცემს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები