მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არჩევნების ლეგიტიმაცია უნდა მოგვარდეს, სხვანაირად შეიძლება ლარი ჩამოემხოს” - ეკონომიკის ყოფილი მინისტრი

ქობულია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ვალუტა - ლარი ჩამოემხობა.

“საქმის კურსში” ლარის კურსის გაუფასურებაზე საუბრისას, გიორგი ქობულია ეროვნული ბანკის ინტერვენციებს გამართლებულად მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ მაშინ როდესაც საერთაშორისო რეზერვები გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, ინვესტორების ნდობა შემცირდება. მდგომარეობიდან გამოსავალს კი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხის გადაწყვეტაში ხედავს და ცესკოს და შესაბამის უწყებებს მიმართავს.

“ლარი იმყოფება დიდი წნეხის ქვეშაა, იმიტომ რომ გაურკვევლობაა. არ ვიცით რას უნდა ველოდოთ. იქნება ეს არჩევნები ლეგიტიმური თუ არა. თუ გაყალბებულია და ლეგიტიმაცია არ შედგა, ეს ძალიან მძიმე დარტყმა იქნება. ამ გაურკვევლობაში ბევრი ინვესტორი ცდილობს, რომ გამოვიდეს ლარის პოზიციებიდან და ყიდის ლარს და ყიდულობს დოლარს, რომ გაურკვევლობის დროს რისკები დაიზღვიოს.

მგონია, რომ წერტილოვანი ინტერვენციები რაღაც დონეზე გამართლებულია. თუ ეროვნული ბანკი ინტერვენციებს არ გააკეთებს, ასეთ შემთხვევაში ლარი ჩამოემხობა და ეს ძალიან დიდ პანიკას გამოიწვევს. პრობლემა იმაში იქნება თუ არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვები სწრაფად არ გაქარწყლდა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საარჩევნო კომისიას და მათ ვინც იღებს გადაწყვეტილებებს რომ ეს საკითხი დახურონ, თუ ეს არ მოხდა რამდენი ხანი უნდა გაძლოს ინტერვენციებით ეროვნულმა ბანკმა? თუ რეზერვები რაღაც ნიშნულის ქვევით დაეცა, გაუფასურებას ვერ აჩერებ. არის რეზერვების რაღაც ზღვარი, რომლის მიღწევის შემდეგაც ინვესტორების ნდობა ეცემა, იმიტომ რომ ხვდებიან რომ რეზერვები იცლება და შეიძლება ტოტალური გაუფასურება მოხდეს. ამიტომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი უნდა მოგვარდეს, სხვანაირად შეიძლება ლარის ჩამოემხოს”, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ოქტომბრის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უპრეცედენტო მასშტაბის - 213 მილიონი დოლარის სავალუტო ინტერვენციები განახორციელა, რაც მთლიანად 2023 წელთან შედარებით უფრო მეტი მოცულობის ინტერვენციას წარმოადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები