Forbes Talks-ის ეთერში “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ მეტავერსში ბანკის ფილიალისთვის ადგილის შექმნის და ვირტუალური რეალობის განვითარების შესახებ ისაუბრა.
“საქართველოს ბანკმა” მეტავერსში შესვლა რამდენიმე დღის წინ დაანონსა, არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, მათი ფილიალი კომპანია Sandbox-ის ვირტუალურ სივრცეში განთავსდება.
“უკვე შევდივართ მეტავერსში და ვიყიდეთ ადგილი ყოველ შემთხვევაში. მეტავერში არის ვირტუალური სამყარო და ასეთ სამყაროებს სხვადასხვა კომპანიები ქმნიან. ალბათ ვინც უფრო კარგად შექმნის, ის გადარჩება და ვინც არ იქნება საინტერესო, ის განვითარებას ვერ მიჰყვება.
ეს არის “The Sandbox-ი”, სადაც მარტივი იყო ყიდვა შედარებით, მიწა ვიყიდეთ სნუპდოგის კლუბში. თავად სნუპდოგის კლუბი არის პოპულარული და ჩვენც ჩავთვალეთ, რომ დიდი შანსია, ეს იყოს საინტერესო სამყარო.
თვითონ FB-საც ექნება თავისი, ეს Sandbox-ის არის, შესაბამისად მიწა არის ნაყიდი და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ შენდება აბსოლუტურად ვირტუალური ფილიალი. ახალი რეალობა მოდის და არ შეიძლება ჩამორჩენა. ეს მხოლოდ დასაწყისია, აქედან უნდა დაემატოს სხვა და სხვა მიმართულებები, რაც მსოფლიოში არის აქტუალური,”- ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.
მისი თქმით, მეტავერსთან ერთად, “საქართველოს ბანკი” დაინტერესებულია როგორც NFT-ით, ასევე კრიპტოვალუტების ელექტრონული საფულის (უოლეტის) ფორმირებით.




























