მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არჩილ გორდულაძის მტკიცებით, ემიგრანტების გზავნილებსა და IT სექტორზე გრანტის გამკაცრებული კანონი არ გავრცელდება

არჩილ გორდულაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატ არჩილ გორდულაძის მტკიცებით, "გრანტების შესახებ" კანონში ინციირებული ცვლილებები ემიგრანტების გზავნილებზე, IT სექტორში დასაქმებულებსა და სხვადასხვა ფანკლუბების წევრებზე არ გავრცელდება. ამის შესახებ მან პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ცვლილებათა კანონპროექტის პირველი მოსმენით წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. გორდულაძემ აღნიშნა, რომ მცდარია მტკიცება, თითქოს ემიგრანტის მიერ ოჯახისთვის საყოფაცხოვრებო მიზნით ჩარიცხული თანხა თანხმობის გარეშე ვერ ჩაირიცხება და ასეთ ქმედებას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება.

"ბევრი ინსინუაცია და ბევრი ტყუილი მოვისმინეთ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ ორგანიზაციის მიერ, რომელიც საკუთარ თავს საერთაშორისო გამჭვირვალობას უწოდებს, მაგრამ რეალურად მასზე გაუმჭვირვალე ორგანიზაცია ალბათ ნაკლებად მოიძებნება და ამ გაუმჭვირვალობის უზრუნველსაყოფად კი გადარეგისტრირდა ზუსტად, როგორც მოგახსენეთ, ესტონეთში, იმ შენობაში, რომელიც ნაკლებად პასუხობს იმ ცნებას, რომელსაც ჰქვია შენობა და ავრცელებენ მაგალითად ისეთ ტყუილებს, რომ თითქოს ემიგრანტის მიერ საქართველოში თავის ოჯახში ჩარიცხული საყოფაცხოვრებო მიზნით ჩარიცხული თანხა, თანხმობის გარეშე შეუძლებელია რომ ჩაირიცხოს და ჩარიცხვის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

ტყუილია, რომ IT სპეციალისტები, რომლებიც ემსახურებიან სხვადასხვა, მაგალითად, წერენ კოდებს და შესაბამისად, იღებენ ანაზღაურებას უცხოეთიდან, მათ უფლებამოსილ, მათ საქმიანობაში ხელი შეეშლებათ. ესეც აბსოლუტური ტყუილია.

მათ შორის, წერენ ისეთ აბსურდულ ნონსენსს, როგორიც არის ფანკლუბებთან სხვადასხვა სპორტული კლუბის ფანკლუბთან დაკავშირებით, თითქოს, თუ ფანკლუბის წევრმა რაიმე შეღავათი მიიღო უცხოური საფეხბურთო კლუბისგან, ესეც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი გახდება, ტყუილი გახლავთ.

მაგალითად, მეწარმე სუბიექტი მეწარმე სუბიექტისგან თუ მიიღებს რაიმე სამოქალაქო ურთიერთობიდან, სამეწარმეო საქმიანობიდან, ბიზნესგარიგებიდან გამომდინარე თანხას და მთავრობის თანხმობა არ ექნება, ესეც გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას - ტყუილია.

ეს ტყუილი ვრცელდება იმავე "სოუსით", როგორც იყო გავრცელებული ეგრეთ წოდებული ტერმინი, ეგრეთ წოდებული „რუსული კანონი“ 2023 წლიდან მოყოლებული, რათა არავინ არ შევიდეს კონკრეტული საკითხის სიღრმისეულ განხილვაში", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ პარლამენტში "გრანტის კანონის" განხილვისას.

ნებართვა გრანტზე და 6 წლამდე ციხე დარღვევისთვის - „ოცნებამ“ გრანტის კანონში ცვლილებები დაარეგისტრირა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები