2022 მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური თამაში, სადაც ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ, პენალტების სერიით დასრულდა, რომელშიც არგენტინამ 4-2 მოიგო.
შედეგად, 36-წლიანი მოლოდინის შემდეგ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ბოლოს არგენტინელებს 1986 წელს დიეგო მარადონამ მოუტანა ოქროს თასი, ამჯერად კი - ლიონელ მესიმ.