მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის კითხვები, რომლებზეც მსოფლიოშიც არ არის პასუხები - თურნავა ტურიზმის გაიდლაინებზე

5edf47519711d
ვიქტორია მღებრიშვილი
09.06.20 13:40
1356
არის მთელი რიგი კითხვები, რომლებზეც ჯერ მსოფლიოშიც არ არის პასუხი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ტურიზმის სექტორში ტუროპერატორებისა და გიდებისთვის განკუთვნილ დაუზუსტებელ რეკომენდაციებს შეეხებოდა.

საქმე იმაშია, რომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ვერ ხსნიან სასტუმროებს, იმიტომ რომ ტურისტების ჩამოყვანისას ბევრი საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და არ არის კონკრეტულად გაწერილი.

ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ გაიდლაინები მაქსიმალურად დეტალურია და თუ რაიმე კითხვა გაჩნდება, უწყება ოპერატიულად ჩაერთვება და დააზუსტებს.

"ტურისტული გაიდლაინები შემუშავებული იყო სრულიად ტურისტული ინდუსტრიის ჩართულობით, დეტალურად ვამუშავებდით და ყველა შენიშვნას ვითვალისწინებდით, თუმცა არის მთელი რიგი კითხვები, რომლებზეც ჯერ მსოფლიოშიც არ არის პასუხი, მაგალითად, პირველი ივლისისთვის, რომელი ქვეყანა იქნება ჩვენთვის ყველაზე მეტად უსაფრთხო ეპიდემიოლოგიურად. აქედან გამომდინარე, არის გარკვეული ცვალებადობა ამ თვალსაზრისით. ჩვენ ვსაუბრობთ ჯგუფ ქვეყნებთან, სადაც დამაიმედებელი ეპიდემიოლოგიური ვითარება იყო, თუმცა ყოველდღიურად იცვლება ვითარება და 1 ივლისამდე ჩამოყალიბდება იმ ქვეყნების წრე, საიდანაც ჩვენ შედარებით უსაფრთხოდ შევძლებთ, რომ ჩამოვიყვანოთ უცხოელი ტურისტები.

რაც შეეხება გაიდლაინებს, მაქსიმალურად დეტალურია, მაგრამ თუკი კიდევ რაიმე დამატებითი კითხვა გაჩნდება, იმიტომ რომ ყველანი ერთად ვსწავლობთ ამ გლობალურ გამოწვევასთან გამკლავებას, ჩვენ ოპერატიულად ჩავერთვებით და დავაზუსტებთ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები