მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის თუ არა EBRD მსხვილი ჰესების დაფინანსებით დაინტერესებული? - პრეზიდენტის პასუხი

63247f4ebc8fb
შოთა ტყეშელაშვილი
16.09.22 21:15
793
BMG TV-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში EBRD-ის პრეზიდენტმა ოდილ რენო ბასომ საქართველოში ბანკის 30-წლიანი ისტორიის და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

BMG-ის მთავარ რედაქტორ, გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ოდილ რენო ბასომ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ქვეყანამ განახლებადი ენერგიის მიმართულებით საკუთარი პოტენციალი უნდა აითვისოს. ოდილ რენო ბასო საუბრობს თავად EBRD-ის სამიზნეზე, რომ ბანკის ინვესტიციების 50% მაინც წარმოადგენდეს მწვანე ინვესტიციებს.

კითხვაზე წარმოადგენს თუ არა მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების პროექტების დაფინანსება EBRD-ის პრიორიტეტს, ოდილ რენო ბასო პასუხობს, რომ მათ მიერ დაფინანსებული ყველა პროექტი უნდა პასუხობდეს გარემოზე ზემოქმედების იმ სტანდარტებს, რომლებიც თავად ბანკის მიერ არის განსაზღვრული.

– ქალბატონო პრეზიდენტო, ლოგისტიკის სფეროსთან ერთად გამოყოფდით თუ არა ენერგეტიკის სექტორს და მწვანე ეკონომიკას, განახლებად ენერგიებს, როგორც EBRD-ის ერთ-ერთ წამყვან პრიორიტეტს? რა მხრივაც საქართველოში შეიძლება მოახდინოთ პროექტების განვითარება ადგილობრივ სტეიკჰოლდერებთან ერთად? ეს შეიძლება იყოს საქართველოს მთავრობა, თუ კერძო სექტორი. ასევე დავამატებ, რომ მე მქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდი თქვენს ონლაინ პრეზენტაციას, სადაც თქვენ ისაუბრეთ მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურების შესახებ. ნიშნავს თუ არა ეს, რომ დიდი ჰესების პროექტები თქვენი მხრიდან ისეთივე მიღებული?

- მართალს ბრძანებთ, ენერგეტიკა და მწვანე ენერგეტიკის განვითარება არის ჩვენი წამყვანი პრიორიტეტი. ჩვენ გვაქვს სამიზნე, რომ ჩვენი ინვესტიციების 50% იყოს განხორციელებული მწვანე სექტორებში და გასულ წელს ჩვენ ეს სამიზნე შევასრულეთ. წელს ვფიქრობ, რომ ამ მაჩვენებელზე გასვლა უფრო რთული იქნება, რადგანაც ენერგეტიკასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს აქვს გავლენა ჩვენზეც. თუმცა, ზოგადად ეს სამიზნე რჩება 2025 წლისთვის, რომ დაფინანსებული პროექტების 50% წარმოადგენდეს მწვანე ინვესტიციებს.

ასევე ჩვენი მიზანია, რომ 2023 წლიდან ბანკის პროექტები სრულად თანხვედრაში იყოს პარიზის კლიმატის შეთანხმების მიზნებთან, რაც საკმაოდ ბევრ მუშაობას მოითხოვს ჩვენი მხრიდან.

განახლებადი ენერგეტიკის განვითარება ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ამ მხრივ აქვს კარგი პოტენციალი. იქნება ეს ქარის თუ მზის სადგირები. საქართველოს აქვს კარგი სასტარტო პოზიციაც, რადგანაც თქვენ ძირითადად განახლებად ენერგიას მოიხმართ, რაც ჰიდროელექტროსადგირების პოტენციალს უკავშირდება. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ, რათა ჩარჩო მარეგულირებელი ნორმები უწყობდეს ხელს მწვანე ენერგეტიკის განვითარებას და ამ დრომდე არაერთი პროექტი გვაქვს დაფინანსებული. ვფიქრობ, რომ ეს მიმართულება უნდა დაჩქარდეს და ახლა სწორედ ამისთვის არის კარგი დრო, რადგანაც ენერგოუსაფრთხოების საკითხები, ასევე ევროპაში ენერგომატარებლების ფასები აჩვენებს იმას, რომ განახლებად წყაროებში ინვესტირება არის სწორი ნაბიჯი. ეს ამასთანავე ხელს შეუწყობს ქვეყანაში გაზრდილ შიდა მოთხოვნასაც, მე შევხდი ჩვენს ერთ-ერთ დაფინანსებულ კომპანიას, სადაც ისაუბრეს იმის შესახებ, რომ მზარდი ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად, მნიშვნელოვანია ენერგეტიკის გენერაციის განვითარება. ეს სფერო არის მნიშვნელოვანი იმითაც, რომ ის კერძო ინვესტორებს იზიდავს და ეს ქვეყანაში FDI-ის შემოსვლის ერთ-ერთი წყაროა, რადგანაც ამ გზით სახელმწიფო ინვესტიციების გარეშე არის შესაძლებელი პროექტების აშენება.

რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურებს. ჩვენ მოვახდინეთ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის დაფინანსება და ამჟამად ფოკუსირებული ვართ უფრო მცირე პროექტების განხორციელებაზე. მსხვილ პროექტებთან დაკავშირებით გვაქვს ფართო მოთხოვნები გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ, რაც პროექტის გარემოზე ზეგავლენას უკავშირდება, რაც ზოგჯერ სირთულედ იქცევა."

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები