მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის თუ არა "ქართული ოცნება" რუსული მთავრობა - "ოცნების" ყოფილი დეპუტატის პასუხი

დიმიტრი ცქიტიშვილი

"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ "რუსული კანონის" მიღებითა და დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭებით, ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას აპირებს. მისი თქმით, ამ მიზნის ერთადერთი დამაკომპენსირებელი რუსეთია.

"ამ გზით, დასავლეთისგან იზოლაციით, არადემოკრატიული გზით ძალაუფლების შენარჩუნებაა შესაძლებელი. ყველა სხვა გზა, რომელიც ევროპასთან გვაახლოებს, უფრო მეტ დემოკრატიულ სისტემებს, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ნიშნავს, ისინი თავიანთი პოლიტიკური ვადის შემცირებად განიხილავენ. ხელისუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად უღირთ და ეს ფასი არის, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ, მათი გადმოსახედიდან, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, რაც ავტომატურად გვაშორებს დასავლელ პარტნიორებთან", - აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

-მიგაჩნიათ, რომ ქართული ოცნება რუსული მთავრობაა?

- ცალსახად არის გარკვეული სტრატეგიული ხაზი, რომელიც აშკარად შეიმჩნევა რუსეთთან კომუნიკაციაში. მგონია, რომ მათი ამოცანაა, უბრალოდ იყვნენ მარიონეტები, არამედ ისინი არიან ძალაუფლების შენარჩუნების გზაზე დამდგარი და ამას მხოლოდ რუსეთი დააკომპენსირებს. დასავლეთი ასეთ ფასს არ იხდის.

- როდესაც "ქართული ოცნების" წევრი იყავით, არ ჩანდა, რომ "ქართული ოცნება რუსეთისკენ მიდიოდა?"

- არ ჩანდა. სხვა შემთხვევაში, ეს ჩემთვის წითელი ხაზი იქმნებოდა. მე რომ რაიმე სახის სიგნალი ან ნიშანი მქონოდა, რომ არსებობს რუსეთისკენ სვლის მიმართულება, ჩემთვის ეს მაშინ წითელი ხაზი იქნებოდა. მაშინ, როდესაც მე ჩემს კოლეგებთან ერთად გადაწყვეტილება მივიღე [პარტიისა და მანდატის დატოვების}, ეს იყო, როდესაც დავინახე, რომ "ქართული ოცნება" მზად არის, თავისი მაღალ დონეზე გაცემული პირობები დაარღვიოს, პარტნიორებთან დადებული შეთანხმებები არაფრის ფასად დაარღვიოს, ეს არის ძალაუფლების შენარჩუნებისკენ გზა", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა 11 დეპუტატთან ერთად 2019 წელს დატოვა. მათი პროტესტის მიზეზი 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციური პროექტის კენჭისყრაზე ჩაგდება გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები