კომპანია „არქი“ მასშტაბური, უძრავი ქონების განვითარებას აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იწყებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ილია წულაიამ BMG-სთან საუბრისას განაცხადა, საუბარია რიზერტული ტიპის უძრავი ქონების განვითარებაზე, რომლის დეტალები უახლოეს მომავალში დაანონსდება.
„ამ ეტაპზე რუსთავში ველოდებით მშენებლობის ნებართვას, როგორც იცით ეს პროცესი უკვე 6 თვეა მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ისევ პრობლემაა ის, რომ საკრებულოს სხდომაზე არ გადის საკითხი, მერიასა და საკრებულოს შორის განსხვავებული პოლიტიკური მიდგომების გამო.
რაც შეეხება სხვა ქალაქებს, ჩვენ ძალიან მალე დავაანონსებთ რიზორტული ტიპის უძრავი ქონების განვითარებას, საუბარია ძალიან საინტერესო პროექტებზე. ეს ეხება უფრო უფრო აღმოსავლეთ საქართველოს, ძალიან დიდი ინვესტიციაზე და დიდ პროექტებზეა საუბარი. დეტალებს უახლოეს თვეებში გეტყვით“, - განაცხადა წულაიამ.