არსებობს ასეთი ძველი ამერიკული ფილმი, „სასაცილო გოგონა“ და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური, - ამის შესახებ „ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძე კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის მიერ საპრეზიდენტო სასახლის დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებებზე, რაზეც მან აღნიშნა, რომ ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.
„არსებობს ასეთი ძველი ამერიკული ფილმი, „სასაცილო გოგონა“ და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური. აქაც სერიოზული კომენტარის გაკეთება არის შეუძლებელი“, - აღნიშნა პრემიერმა.




























