მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებობს ერთი დოკუმენტი, რომელიც ამ საქმეშია და ამართლებს ჩემს კლიენტს - ბაჩიაშვილის ადვოკატი

64a95935d2569
თამთა ჯიჯავაძე
08.07.23 16:45
2870
არსებობს ერთი დოკუმენტი, რომელიც ამ საქმეშია და რომელიც ამართლებს ჩემს კლიენტს, - ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს არის სესხის შეთანხმება.

„პროკურორებმა განახორციელეს მცდელობა, ამ დოკუმენტისთვის ყურადღება არ მიექციათ. ისინი ეყრდნობიან ივანიშვილის ზეპირ განცხადებას თავის თანამშრომელთან მიმართებაში, სხვა ხელში არაფერი უჭირავთ“, - აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, პროკურატურას არ აქვს ფაქტები და საქმეც არ არსებობს. „მე არ ვაპირებ მივაწოდო მათ ის ნარატივი, რაც მათ არ გააჩნიათ. გულახდილად რომ გითხრათ, მათ მიერ საჯაროდ გაცხადებულ დეტალებს ჩვენ შეგვიძლია ვუპასუხოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში პროკურატურის მხარე ფაქტებს საერთოდ არ ეყრდნობა და მე არ ვაპირებ მათ მივაწოდო ფაქტები.

ამჟამად ივანიშვილის მხრიდან სერიოზული მცდელობაა, რომ ქართული სასამართლო სისტემა გამოიყენოს იმისთვის, რომ პროცესზე ზეგავლენა მოახდინოს. ეს საკმარისია და მე არ მოვახდენ სპეკულირებას იმაზე, თუ დამატებით რის გაკეთებას აპირებს ივანიშვილი, მაგრამ სამართლიანია ითქვას, რომ ევროკავშირმა პირდაპირ განაცხადა საქართველოში სასამართლო პროცესებზე ივანიშვილის კონტროლის შესახებ და არა მგონია, რომ ბევრის დამატება შემიძლია“, - ამბობს ბაჩიაშვილის ადვოკატი.

რაც შეეხება გირაოს ოდენობას, რობერტ ამსტერდამი აცხადებს, რომ ეს მიუღებელია, - „ჩემი კლიენტი ერთგულია საქართველოს მომავლის, არსად აპირებს გაქცევას, იგი აპირებს საქართველოში დარჩენას, შეასრულოს მოქალაქეობრივი ვალი და ებრძოლოს ყალბ ბრალდებებს.

ჩემი კლიენტი ბრწყინვალე პიროვნებაა, კარგად განათლებულია, ღრმა სოციალური შეგნება აქვს, ერთგულია უკრაინელების მხარდაჭერისა, ეს არის სოციალური სინდისის საკითხი. თუ მის ასაკს პატრიოტიზმს დავუმატებთ, ყველას მოსწონს ეს გარდა ივანიშვილისა, რომელიც ცდილობს დომინანტი იყოს სისტემაში და ამას ხედავს როგორც საფრთხეს“, - აღნიშნა რობერტ ამსტერდამმა.

მისივე თქმით, ბაჩიაშვილს პირადად ივანიშვილი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ის სოციალურ ქსელში პოსტებისთვის ფასს გადაიხდიდა.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა არ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის წინაშე აღებული ვალდებულება და შედეგად მიითვისა 8,253 ცალი ბიტკოინი, რომელთა ღირებულებაც მითვისების პერიოდში $39 მილიონი დოლარი იყო. (ამჟამად $258 მლნ). საქმეზე ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ 2.5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს, გიორგი ბაჩიაშვილის უფლებების დაცვის პროცესში საერთაშორისო იურიდიული ფირმა Amsterdam & Partners-ი ჩაერთო, რომლის მმართველი პარტნიორიც, რობერტ ამსტერდამი პროკურატურის მიერ 6 ივლისს გაჟღერებულ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები