გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" სტუმრად მყოფმმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საბანკო რეგულაციების "შემდგომი ლიბერალიზაცია" არ გამორიცხა.
ნათია თურნავას გადაცემის წამყვანმა ჰკითხა იგეგმება თუ არა საბანკო რეგულაციების რაიმე ფორმით შერბილება. აღსანიშნავია, რომ გასულ მიმდინარე კვირაში ის ქვეყნის კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთა ნაწილიც სებ-ის მიერ გავრცელებულ კომენტარში ღიად საუბრობდა რეგულაციების შერბილების აუცილებლობაზე.
"ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა, ერთი თვეა კომერციულ ბანკებთან ვმუშაობთ. ჩვენი საბანკო სისტემა საკმაოდ ძლიერია, ფინანსურად კარგად არის გადაზღვეული და კრიზისის დროსაც მდგრადია, რისი მიზეზიც ბოლო პერიოდში დაწესებული მკაცრი რეგულაციებია. საუბარია კაპიტალის ადეკვატურობის, ბუფერების მოთხოვნებზე.. მაგრამ არსებობს საერთო საკითხები, რომლებზე შეთანხმების შემთხვევაში შესაძლოა ვიფიქროთ შემდგომ გარკვეულ ლიბერალიზაციაზე. ამ საკითხზე დღეს მეტს აღარ ვისაუბრებ",- განაცხადა თურნავამ.




























