მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არცერთი ხელისუფლების პირობებში დევნილები სათანადოდ არ იყვნენ დაფასებული - აქციის მონაწილე

აქცია

სამწუხაროდ, არცერთი ხელისუფლების პირობებში დევნილები სათანადოდ არ იყვნენ დაფასებული, - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე, აქციის მონაწილემ BM.GE-სთან განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ დევნილები დღეს ღირსეულ პირობებში ვერ ცხოვრობენ. ის დასძენს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, დევნილთა სააგენტო კორუფციის ბუდედ არის ქცეული, რაც გამოსაძიებელია.

„სამძიმარს ვუცხადებ ზამირ კვეკვესკირის ოჯახს. ეს არის ჩვენი საერთო ტრაგედია. ის, რომ ზამირ კვეკვესკირმა თავი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, ეგ რა თქმა უნდა, გამოსაძიებელია და სისტემის დანაშაულია. ჩვენი მოქალაქეები მიდიან და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ.

აქ ვდგავართ იმიტომ, რომ დაანონსდა აქცია და ჩვენ ვუერთდებით ამ აქციას. ვაპროტესტებთ იმას, რაც დევნილების მიმართ ხდება. რასაც რეჟიმი დევნილების მიმართ ახორციელებს. ეს ყოვლად მიუღებელია. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, დევნილთა სააგენტოში არის კორუფცია, კორუფციის ბუდეაო. ეს არის გამოსაძიებელი. დევნილები, რომლებსაც იძულებით მოგვიწია ჩვენი სახლების დატოვება, დღეს ღირსეულ პირობებში ვერ ცხოვრობენ, რაც სამწუხაროა.

სამწუხაროდ, არცერთი ხელისუფლების პირობებში დევნილები სათანადოდ არ იყვნენ დაფასებული. ეს მიუღებელია და ვითხოვთ, რომ დევნილების ხმა ისმოდეს, უნდა გაიგოს მთელმა საქართველომ. ეს ტრაგედია რაც მოხდა, ეს არის არა მარტო ჩვენი, დევნილების, არამედ სრულიად საქართველოს დიდი გულის ტკივილი და ტრაგედია”, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

კაცი, რომელმაც 27 იანვარს თბილისში, დევნილთა სააგენტოს შენობასთან, საწვავი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, გარდაიცვალა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა სუიციდი სახელმწიფოს მხრიდან ბინის მიღებაზე უარის გამო სცადა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმები 5 დღე ცდილობდნენ მისი სიცოცხლის გადარჩენას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები