მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასე ხელაღებით რატომ ამტკიცებთ, რომ ხელისუფლების მომხრეებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა? - მინისტრი მოქალაქეების ცემაზე

რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრისთვის კითხვის ნიშნებს შეიცავს, თუ ვის შეიძლება აწყობდეს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, მოქალაქეების და პოლიტიკური ლიდერების ცემა და ამგვარი არეულობა.

რატი ბრეგაძის თქმით, რა თქმა უნდა, ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც აქციების უკან დგანან.

"სამართალდამცავი ორგანოები არის იმისთვის, რომ გამოიძიონ მსგავსი ფაქტები და დარწმუნებული ვარ, გამოიძიებენ კიდეც. ვის შეიძლება აწყობდეს მსგავსი ტიპის არეულობა, ეს რა თქმა უნდა არიან ის ადამიანები, რომელიც დგანან ამ აქციების უკან.

ასე ხელაღებით რატომ ამტკიცებთ, რომ ხელისუფლების მომხრეებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა?", - განაცხადა ბრეგაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, გუშინ გვიან ღამით საკუთარი სახლის სადარბაზოში სასტიკად სცემეს დიმიტრი ჩიქოვანი. ასევე სახლთან სცემეს დიპლომატი გია ჯაფარიძე და რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები